
"გგონია იმისთვის წავედი, რომ დაგივიწო
არადა, დასაბრუნებლად დაგტოვე. "
მარიენი
რამდენჯერ წავედი უკვე,რამდენჯერ.და მაინც მერამდენედ ისევ ვბრუნდები,მეჩვენება რომ შენ ტირი,განიცდი,გტკივვარ,მაგრამ ვბრუნდები და ვხედავ,მშვიდად ხარ შენ მეგობრების გარემოცვაში და გეღიმება რომ მე მოვბრუნდი,მერე ისევ მივდივარ,მე ვმხიარულობ,საცაა დაგივიწყე კიდეც მერე ლუკმასავით მეჩხირება ყელში რაღაც,თითქოს შენ მარტო ხარ თოვლში და გცივა,ისევ ვბრუნდები,ისევ სირბილით ამოვდივარ აღმართებზე რომ მიგიხუტო და გითხრა,არა,არა,შენ არ ხარ მარტ არ ხარ,აი მე შენთან ვარ მაგრამ ამჯერადაც ვხედავ ხარ თბილად,რწყავ ყვავილებს და კუთხეში სათადარიგო სკამი ცარიელია…
მე ისევ არ მომწონს ჩემი სკამი და ისევ მივდივარ























მოთეთრო სამყაროს ვეფარები,ვინ იცის იქნებ აქ არის ღმერთი....ვინ იცის ვინ იცის ვინ იცის სად არის ღმერთი...აქ არის ღმერთი...
ერთად აღარ მიჭერს სული...შენი თვალები ჩემი სარკეა და დიდხანს ამიტომაც ვიპრანჭები...ლამაზი ვარ მე ლენ,გრძელი ქერა კულულები და ლამაზი ფეხები მაქვს ლენნნ

მკვდრები ცოცხლებს...შენ უფრო თბილად ხარ მანდ,ფეხის ცერებით და მუხლის თავებით გითბობ სხეულს...გემრიელია შენი მიწა,ცხელი გული დამიამა...მონადირე წავიდა ბე...თბილი ხელისგული და ღრუბლის საბანი წამართვა,ეხლა შენი თბილი ხელისგული უნდა მომადო სახეზე...ლოყებიც გამითეთრდა და სხეულიც სიფრიფანა გამიხდა ბე...ეხლა შავი ღრუბელი მივაჭამე სუნთქვას და გული დამიმძიმდა ბე...გახსოვს ჩვენს უფანჯრო ოდაში ქარი როგორ უკრავდა სალამურზე...გახსოვს შუა გამით რომ გამაღვიძე და ქარის სტიქიით შეშლილი სული ფურცლებზე მაწერინე...გახსოვს როგორ მიმიქსოვე სუნთქვასთან ერთად არაცნობიერთან ჭიდილი...შენ წახვედი და ეხლა მარტო ვწევარ სტიქიების სუნთქვაში...მაგრამ შენიდან ჩემამდე კიდევ ცხრა ცაა,მეათე ცაზე მარტო ვარ,ქაღალდის ფიცრული დავანგრიე და ჩვენი ოდა დავდგი...მარტოობა რომ ვისუნთქო...ნუ მჯაჭვავ ბე ასე შენს სულთან,შემიბრალე,თორემ შ ე მ ო მ ე ხ ა რ ჯ ა ჯ ე რ ვ ე რ წ ა კ ი თ ხ უ ლ ი ს ა მ ყ ა რ ო...ბე უთხარი ღმერთს დამიბრუნოს მონადირე,მემძიმება უმისობა




