3/18/10

ცაცია პრინცესა



მე ცაცია პრინცესა ვარ და მარჯვენა ფეხის ნაცვლად მარცხენას ავიზიდავ შენ რომ ჩამეხუტები,მერე რა თუ სტიქიებს ერთნაირად ვუყვარვარ და მხოლოდ ქარში ტრიალით ვიოკებ სულშეშლილ ბედნიერებას,
შენ დიდი ხარ და მზე რომ ამოდის მზის ნაცვლად შენი ჩრდილი მეფარება და ვერ ვშლი კაბას...
მე ცაცია პრინცესა ვარ,თეთრი მოკლე კაბა მაცვია,ქარში ვერ ვშლი ხელებს,კაბა მიჭირავს,...მეშინია ხელგაშლილი ფრიალა კაბით არ წამიღოს ზეცამ...მე ქარი ვარ...უნდა ვიშრიალო...უნდა გაგეპრანჭო,მე ყველაფერი ვარ...მადროვეთ ცეკვა,ნამდვილ გვირილებში გაწოლილს რებეკასავით მიწის ჭამა მომინდა,მაგრამ მე არასოდეს მივატოვებ დახვეწილ მუსიკოსს...მე,მე არასოდეს დავქორწინდები შენზე ადამიანო...მე მეათე ცასთან დამწერეს ჯვარი,და ერთადერთი ჯვრისმწერი მეუფე სადღაც მიიმალა...არ უნდა ჯვარი ამყაროს სულშეშლილ ქარებთან...

2 comments:

  1. რაც მთავარია შენი ნაწერები გულრწფელია...მიყვარს იდუმალებით და არაამქვეყნიური ხიბლით შეპყრობილი შემოქმედი ადამიანები:)) ასე გააგრძელე, და მერწმუნე ერთ მშვენიერ დღეს სარკის წინ მდგომი, გოგონა ყველასათვის საყვარელი ჟურნალიტი გახდება:))

    ReplyDelete
  2. მადლობა ლევანის გამახარე

    ReplyDelete