1/22/10

ჩემს შესახებ


ბავშვობიდან ვოცნებობ ჟურნალისტობაზე,ეს უკვე ახირებაზე მეტია,სოფლის სკოლა დავამთავრე,იქ გაცილებით ადვილი ჩანდა ოცნებებთან მიახლოვება,დავდგებოდი სარკის წინ და ჩემი თავი უკვე რომელიმე ცნობილი ტელევიზიის წამყვანი მეგონა,ეს ყველაფერი ისეთი სიცხადით იჟონებოდა სულში… მერე დაღლილი საკუთარი “წარმატებებით”ჩამოვირბენდი კიბეებს და დავლაშქრავდი ხოლმე მთელ ეზოს,სწორედ ამ დროს ჩამესახა ლიტერატურის ზღვარდაუდებელი სიყვარულიც,სადაც ლამაზი თავგადასავლები ერთმანეთს ცვლიდნენ და მეც ხან ერთი პერსონაჟი ვიყავი ხან მეორე აი მაგ დროს არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა ესთეტიკა,რატომ მომწონდა ლიტერატურა და რატომ ვწერდი ლექსებს,ურითმოს,არადახვეწილს მაგრამ გულიანს,ეხლა კი ლიტერატურამ და ჟურნალისტიკამ ჩემი ცხოვრების გზები გადაკვეთა და თუ როგორ ამაზე ბლოგით და ჩემი ონლაინ ტელევიზით გაცნობებთ

1 comment:

  1. კარგი ადამიანი ხარ და დიდი სულის პატრონი.. შენს დაწერილ ლექნებსაც თუ შემოგვთავაზებდით კარგი იქნებოდა

    ReplyDelete